Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა


მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე. 6 თებერვალი, 2023 წელი
მოსამართლე გიორგი არევაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე. 6 თებერვალი, 2023 წელი

მოსამართლე გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა.

"ჩვენ 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. მოგახსენებთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს - საკითხი, რომელსაც ვიხილავთ უკვე ყველასთვის და განსაკუთრებით სასამართლოსთვის ამ შემთხვევაში, კარგად ცნობილია. მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს", - თქვა მოსამართლემ. ამას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებამდე, დღევანდელ პროცესზე მხარეებმა, ადვოკატებმა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG