Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის სასჯელის გადავადების დასკვნითი სხდომა - რა თქვეს წინა სხდომებზე


თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე. 6 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება დასკვნითი სხდომა.

ამ სტატიაში მოკლედ წაიკითხავთ გასული 11 სხდომის მიმოხილვას.

სააკაშვილის საქმის მე-11 სხდომაზე სამხარაულის ექსპერტები გამოჰკითხეს - 3 თებერვალი, 2023 წელი

ბოლო სხდომაზე ეკა ჩავლეიშვილი, სამხარაულის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი გამოკითხეს. იგი მოწმედ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა მიიწვიეს პროცესზე, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა. ამავე სხდომაზე მხარეების კითხვებს უპასუხა სამხარაულის ბიუროს კიდევ ერთმა ექსპერტმა, ფსიქიატრმა აკაკი ტყემელაძემ.

რა თქვა "ვივამედის" დირექტორმა სააკაშვილის საქმის მე-11 სხდომაზე - 3 თებერვალი, 2023 წელი.

მიხეილ სააკაშვილის საქმის 3 თებერვლის სხდომაზე კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები გამოკითხეს.

რა ითქვა სააკაშვილის საქმის მე-10 სხდომაზე - 1 თებერვალი, 2023 წელი.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მორიგ სხდომაზე ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები თენგიზ წულაძე, გრიგოლ ხურციძე, "ვივამედის" მედდა და "ემპათიის" ექსპერტი გალინა კარმუშინა გამოკითხეს. სხდომის დასაწყისში კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი.

ენდოკრინოლოგის ჩვენება და სხვა დეტალები სააკაშვილის საქმის მე-9 სხდომიდან - 30 იანვარი, 2023 წელი.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე მე-9 სასამართლო პროცესი, 30 იანვარს, საქალაქო სასამართლოში, ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის გამოკითხვით გაგრძელდა.

ბრიტანელი ექიმის ჩვენება სააკაშვილის საქმის მე-8 სხდომაზე - 27 იანვარი, 2023 წელი.

27 იანვარს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების სასამართლო პროცესზე ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა დისტანციურად გამოკითხეს.

სააკაშვილის საქმის მე-7 სხდომაზე ქართველი ნეიროქირურგი გამოკითხეს - 23 იანვარი, 2023 წელი.

23 იანვრის სასამართლო სხდომაზე ნეიროქირურგი, გელა მენთეშაშვილი გამოკითხეს. მაშინ სხდომას ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაესწრო პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.

"ემპათიის" ექსპერტების და "ვივამედის" ექთნის ჩვენება სააკაშვილის საქმის მე-6 სხდომაზე - 20 იანვარი, 2023 წელი.

მიხეილ სააკაშვილის საქმის 20 იანვრის სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავდნენ, დამატებით 4 მოწმე, მათ შორის, ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები და კლინიკა "ვივამედის" ექთანი გამოკითხეს.

სააკაშვილის მე-5 სხდომაზე კობი და ჯიშკარიანი გამოკითხეს - 17 იანვარი, 2023 წელი.

17 იანვარს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ჯეიმს კობი და ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გამოკითხეს. სურვილის მიუხედავად, სხდომაზე ფიზიკურად დასწრების რეკომენდაცია არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს.

რა თქვა ექიმმა ფინკელმა მე-4 სასამართლო სხდომაზე - 11 იანვარი, 2023 წელი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 11 იანვარს სასამართლოს ჩვენება მისცა გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა.

რა ჰკითხეს და რაზე ილაპარაკა ამერიკელმა ნევროლოგმა სააკაშვილის მე-3 სასამართლო სხდომაზე - 9 იანვარი, 2023 წელი.

9 იანვრის სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმის განხილვაზე ხუთი საათის განმავლობაში დისტანციურად იკითხებოდა ამერიკელი ნევროლოგი, დოქტორი ემანუელ ლახანი. სხდომას ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად დაესწრო კლინიკა "ვივამედში" მყოფი პატიმარი.

რა უთხრეს სასამართლოს სააკაშვილის დიაგნოზებზე ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა და "ვივამედის" ნევროლოგმა - 29 დეკემბერი, 2022 წელი.

29 დეკემბრის სხდომაზე 2 მოწმე - ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და კლინიკა "ვივამედის" ექიმი-ნევროლოგი, თამარ აბაშიძე გამოკითხეს.

რა უთხრა სასამართლოს ამერიკელმა ექიმმა სააკაშვილის დიაგნოზზე - 22 დეკემბერი, 2022 წელი

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ამერიკელმა ფსიქიატრმა ერიკ გოლდსმიტმა სასამართლოს ჩვენება მისცა. მან ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

XS
SM
MD
LG