Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს


მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სააკაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჭირო საკვები უნდა მიიღოს.

„ამდენ მოწოდებებს, დავალებების შესრულებებს, ვიღაცის თვალის ასახვევად დიდი ფულის გადაყრას იმაში, რომ ლობისტები დაიქირაონ, სჯობს, რომ, თუ მართლა ვინმეს აინტერესებს ამ ადამიანის ჯანმრთელობა და ობიექტურად ერთი ადამიანი მაინც დარჩა იქით მხარეს, ვისაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს, მოუწოდონ საჭმელი შეჭამოს.

იმ დონეზე დავედით, რომ ჩვენ ვეხვეწებით ლამის აქედან, რომ მეტად კალორიული საჭმელი ჭამოს. თუ კრიტიკულ ზღვარზე ვიღაცას რისკის გაწევა უნდა და ამით უნდა სახელმწიფო მოატყუოს, ეს არ გამოდის. თავის დროზე სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ ეჭამა, ახლა მთელი პოლიტიკური ეხვეწება, ოღონდ თავისიანების გარდა. პარადოქსი ამაში მდგომარეობს. სააკაშვილმა უნდა მიღოს შესაბამისი საკვები“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG