Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის "ვერხოვნა რადამ" უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ვასილ მალიუკი დანიშნა


ვასილ მალიუკი
ვასილ მალიუკი

უკრაინის "ვერხოვნა რადამ" მხარი დაუჭირა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ვასილ მალიუკის დანიშვნას, ამის შესახებ უკრაინელმა პარლამენტარმა ოლექსი ჰონჩარენკომ ტელეგრამის არხით გაავრცელა ცნობა.

მალიუკს, რომელიც მანამდე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა, 324-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრას „ვერხოვნა რადაში“ ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა მალიუკის როლს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამშობლოში ტყვედ ჩავარდნილი სამხედროების დაბრუნების საქმეში.

უკრაინაში უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი ვაკანტურია 2022 წლის 19 ივლისიდან, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი ივან ბაკანოვი.

უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება დაავალა ბაკანოვის პირველ მოადგილეს ვასილ მალიუკს, რომელიც გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმირებული წყაროების თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრიი ერმაკთან დაახლოებული პირია. გამოცემა ჯერ კიდევ ივნისში წერდა, რომ ბაკანოვს და ერმაკს კონფლიქტი ჰქონდათ პრეზიდენტ ზელენსკიზე გავლენის მოსაპოვებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG