Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში დაკავებულ პოლიციელს 20- ათასლარიანი გირაო შეეფარდა


ფოტოილუსტაცია
ფოტოილუსტაცია

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, დღეს 10 თებერვალს 20-ათასლარიანი ლარი გირაო შეუფარდა პოლიციელს, რომელსაც ორი მუხლით აქვს ბრალდება წაყენებული.

პოლიციელი 9 თებერვალს ბათუმში დააკავეს. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით უკანონოდ დაკავების და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პოლიციელი ბათუმის მე-3 განყოფილების თანამშრომელია.

შემთხვევა, რის გამოც პოლიციელი დააკავეს 2 იანვარს ბათუმში, თბილისის მოედანზე მოხდა. გამოძიების თანახმად პოლიციელმა უკანონოდ დააკავა მოქალაქე, რომელსაც განყოფილებაში გადაიყვანის შემდეგ ხელი გაარტყა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პოლიციელს გამოძიება ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის დარღვევას, რაც განზრახ უკანონო დაკავებას ან დაპატიმრებას გულისმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე. მას ასევე ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, დანაშაულის ჩადენას ძალადობის, ან იარაღის გამოყენებით. დანაშაული ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე.

დაკავებულის პოლიციელის ადვოკატის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დათანხმდა თანამდებობის დატოვებასაც.

XS
SM
MD
LG