Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უცხოეთის აგენტებად ცნო მომღერალი ზემფირა და პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი


მომღერალი ზემფირა რამაზანოვა
მომღერალი ზემფირა რამაზანოვა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე ცნობილი რუსეთის მოქალაქე ცნო უცხოეთის აგენტებად, მათ შრის მომღერალი ზემფირა, პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი, პოლიტოლოგი აბას გალიამოვი და სხვები.

მომღერალმა ზემფირამ რამდენჯერმე, მათ შორის სცენიდანაც დაუჭირა მხარი უკრაინას და დაგმო რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი. მანამდე მედიისათვის ცნობილი გახდა „რუსეთში აკრძალული იმ არტისტების“ სიის არსებობა, რომელთა კონცერტების გამართვა და მუსიკალურ რადიოში მათი სიმღერების გაჟღერება არასასურველად არის მიჩნეული. ამ სიაში შედის მომღერალი ზემფირაც (რამაზანოვა).

დიმიტრი გუდკოვი, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი და „ცვლილებების პარტიის“ ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი რუსი პოლიტიკოსია. იგი არის "რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის" წევრი. 2021 წლიდან იმყოფება საზღვარგარეთ მას შემდეგ, მას შემდეგ, რაც დეიდამისზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ქონებრივი ზარალის მიყენების ფაქტზე, რომლის დაზარალებულ მხარედ გამოვიდა მოსკოვის საქალაქო ქონების დეპარტამენტი.

თავად პოლიტიკოსი კი დააკავეს და ეჭვმიტანილის სტატუსი მიანიჭეს იმავე საქმეზე. ის მიიჩნევს, რომ მის მიმართ დევნა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

  • რუსეთის კანონმდებლობა ე.წ. უცხოეთის აგენტის შესახებ 2012 წელს მიიღეს და მას მერე ის რამდენჯერმე განახლდა.
  • ამ კანონმდებლობით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დახმარებას და რომლებიც, მთავრობის აზრით, პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, რეგისტრაციაში უნდა გატარდნენ, როგორც „უცხოეთის აგენტები“ და აუდიტი გაიარონ.
  • კანონი საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, აგენტად აღიაროს ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელმაც მიიღო ფული საზღვარგარეთიდან და ატარებს, ხელისუფლების თვალსაზრისით, პოლიტიკურ საქმიანობას. ასეთი საქმიანობის კრიტერიუმები კანონში განსაზღვრული არ არის, რაც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, სიაში შეიტანოს თითქმის ყველა არასასურველი ორგანიზაცია.
XS
SM
MD
LG