Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CSTO 2023 წელს სამ სამხედრო წვრთნას გეგმავს ბელარუსში


რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამხედრო სწავლება. 3 აგვისტო, 2022 წ.
რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამხედრო სწავლება. 3 აგვისტო, 2022 წ.

რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრი ქვეყნები ბელარუსში 2023 წელს სამ სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ - უთხრა ჯგუფის პრესმდივანმა, იმანღალი ტასმაღამბეტოვმა ჟურნალისტებს 13 თებერვალს, ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მინსკში შეხვედრის შემდეგ.

ტასმაღამბეტოვის თქმით, წვრთნებში, რომელსაც დაერქმევა "ინტერაქცია, ძიება და ეშელონი", მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის სამხედრო ძალები.

წვრთნების შესახებ გაცხადების ფონია რუსეთის მხრიდან უკრაინაში თითქმის ერთი წლის განმავლობაში წარმოებული ომი.

XS
SM
MD
LG