Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა


წმინდა წყლის დასახლებაში, გორის გარეუბანში, 13 თებერვლის საღამოს ბუნებრივი აირი გაითიშა. გაზის მიწოდება შეუწყდა ყიფიანისა და კაჩინსკის ქუჩებზე მცხოვრებლებს. ამ ქუჩებზე ძირითადად მაღალსართულიანი კორპუსებია განლაგებული და ასობით მოქალაქეა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაზგამანაწილებელი კომპანიისგან ტექსტური შეტყობინებები მიიღეს, რომელშიც წერია, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარია გახდა ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები 14 თებერვალს 15:00 საათზე დაიწყება.

13 თებერვალს გორში ქარი და თოვაა. ამჟამად კი ტემპერატურა -5 გრადუსია.

XS
SM
MD
LG