Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ვაგნერის“ მიერ გადაბირებული პატიმრები პუტინის საიდუმლო ბრძანებით შეიწყალეს


ვლადიმირ პუტინი და ევგენი პრიგოჟინი
ვლადიმირ პუტინი და ევგენი პრიგოჟინი

მსჯავრდებულები, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ უკრაინაში საომრად გადაიბირა, სასჯელის შემდგომი მოხდისგან ვლადიმირ პუტინის გასაიდუმლოებული ბრძანებით შეიწყალეს. ამის შესახებ ჟურნალისტი ანდრეი ზახაროვი ინტეგრირებულ მონაცემთა ფედერალურ ბანკზე დაყრდნობით იუწყება.

ჟურნალისტმა ორი პატიმარი კსკ „ვაგნერის“ დამფუძნებელ, ევგენი პროგოჟინთან ერად გადაღებულ ვიდეოზე ამოიცნო. ხოლო ინტეგრირებულ მონაცემთა ფედერალური ბანკის წყალობით, რომელშიც ინახება მონაცემები იმის შესახებ, თუ რა მუხლით იქნა გასამართლებული და სად იხდიდა სასჯელს კონკრეტული პირი, - ანდრეი ზახაროვმა დაადგინა, რომ ერთ-ერთი შეწყალებული მკველობისთვის, მეორე კი ძარცვა-ყაჩაღობისთვის გამო იხდიდა სასჯელს.

ზახაროვის თქმით, ორივე დაქირავებულს მონაცემთა ბაზაში აქვს აღნიშვნა "განთავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან "შეწყალების შესახებ" პრეზიდენტის 2022 წლის 6 ივლისის ბრძანებულების საფუძველზე.

ამასთან ღია პორტალებში ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი მსგავსი ბრძანება არ იძებნება.

პირველად ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა, ევა მერკაჩოვამ, განაცხადა იმის შესახებ, რომ უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად „ვაგნერის“ მიერ გადაბირებული პატიმრები პუტინის განკარგულებით ფრონტზე გაგზავნამდეც კი შეიწყალეს და რომ ეს პროცედურა სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს.

მანამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პროგოჟინმა გაავრცელა ცნობა უკრაინაში ნახევარწლიანი სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ გადაბირებულ პატიმართა პირველი ჯგუფის შეწყალების თაობაზე.

პრიგოჟინის თანახმად, მათ მოეხსნათ ნასამართლობა. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ბევრი ყოფილი პატიმარი, „ციხეში მოხვდა შემთხვევით ან თავის ხასიათის გამო“, რადგან ვერ შეძლეს მშვიდობიან დროს საკუთარი თავის პოვნა და ამის გამო უსიამოვნებები შეხვდათ.

  • კერძო სამხედრო კომპანია (კსკ) „ვაგნერის“ პატიმართა გადაბირების პროგრამა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირდა 2022 წლის ზაფხულის და შემოდგომის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის 3 თებერვლის განცხადებაში.
  • როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, ამასვე ადასტურებს ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინელი მებრძოლების არაოფიციალური ანგარიშები, რომელთა თანახმად, რუსეთი ნაკლებად ეყრდნობა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ გადაბირებული პატიმრებისგან დაკომპლექტებულ შემტევ პოტენციალს ფრონტის საკვანძო სექტორებში.
  • მანამდე, დაჯგუფება „ვაგნერის“ მიერ თავის რიგებში რუსი პატიმრების გაწევრიანების ტემპის შენელებაზე ომის შესწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმაც (ISW) გაამახვილა ყურადღება.
  • ანალიტიკოსების აზრით, პატიმართა რეკრუტირების შემცირება შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს კსკ „ვაგნერის“ ჯგუფის რეპუტაციით, რომელსაც პირადი შემადგენლობის ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს
XS
SM
MD
LG