Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ჟოზეპ ბორელს შეხვდა


მიუნხენი. 17 თებერვალი.
მიუნხენი. 17 თებერვალი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელს. შეხვედრის შესახებ ბორელმა „ტვიტერის" ანგარიშზე დაწერა.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.

საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას.

ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად”, - აღნიშნა ჟოზეპ ბორელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო მიუნხენის 59-ე კონფერენციის გახსნის სესიას, რომელიც კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰოისგენმა გახსნა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. პრემიერი მიუნხენში 16 თებერვალს გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG