Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: რუსეთი წინასწარ იყო ინფორმირებული კიევში ბაიდენის ვიზიტზე


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზდიენტი, ჯო ბაიდენი, კიევი, 20 თებერვალი, 2023
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის პრეზდიენტი, ჯო ბაიდენი, კიევი, 20 თებერვალი, 2023

რუსეთი წინასწარ იყო ინფორმირებული აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის შესახებ - აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი.

"ამ ტიპის კავშირების მგრძნობიარე ბუნების გამო, არ შევალ იმ საკითხებში, მათ როგორ გვიპასუხეს, ან ჩვენი მესიჯი ზუსტად რა იყო, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ შეტყობინება გავგზავნეთ" - თქვა სალივანმა.

ვაშინგტონს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია დეტალები იმის შესახებ, თუ რა გზით ჩავიდა ბაიდენი კიევში. ბაიდენის დელეგაციის თქმით, ეს დეტალები ცნობილი გახდება მას მერე, რაც ინფორმაციას უშიშროების სამსახურები გაავრცელებენ.

XS
SM
MD
LG