Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილს მუდმივად აქვს წნევა, არითმია და მაღალი სიცხე


საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს იღებს. გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ თქვა, რომ ექს-პრეზიდენტს კვლავ მაღალი წნევა და ტემპერატურა ჰქონდა.

„ოდნავ ხელი დავადე და იკივლა. სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა. სულ მაღალი წნევა, არითმია და სიცხე აქვს, ყველაფერი უბედურება. ხელის დადებით აღენიშნებოდა ტემპერატურა, ისე აღარ მიკითხვას, იმდენად ცუდად იყო, კიდევ რაღა უნდა მეკითხა, არ ვიცოდი“, - თქვა გიული ალასანიამ.

XS
SM
MD
LG