Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაფკას პრაღა


კაფკას პრაღა
please wait

No media source currently available

0:00 0:21:09 0:00

სალომე ასათიანის პოდკასტი, „ასათიანის კუთხე“, პრაღაში სტუმრობს ადგილებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქალაქის ყველაზე ცნობილი ლიტერატურული პირმშოს, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ენიგმატური ავტორის, ფრანც კაფკას ცხოვრებასთან და წარმოსახვასთან.

„პრაღა არასოდეს გიშვებს - ამ ძვირფას პატარა დედას ბასრი ბრჭყალები აქვს“ - ამგვარი, კლაუსტროფობიანარევი სიყვარულით პრაღას ფრანც კაფკა მოიხსიებდა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ენიგმატური მწერალი, რომელიც ამ ქალაქში 1883 წლის 3 ივლისს დაიბადა. იმ დროს პრაღა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის სიდიდით მესამე ქალაქი იყო, და მას „თვითმკვლელობების დედაქალაქის“ სახელთაც იცნობდნენ, სუიციდის შემთხვევების სიხშირის გამო.

კაფკას ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებებში პრაღა პირდაპირ ნახსენები არ არის - მაგრამ ეს ქალაქი, თავისი ჩიხებით, ვიწრო ქუჩებით, ხიდებით, ჩრდილებით, კოშკებით, მის ტექსტებში ბევრგან ფეთქავს - თუნდაც როგორც ფონი, თუ ატმოსფერო. კაფკა, როგორც უმცირესობის წარმომადგენელი - გერმანულენოვანი ებრაელი - თავიდანვე განწირული იყო საიმისოდ, რომ პრაღაში თავი მაინც უცხოდ, აუტსაიდერად, გარიყულად ეგრძნო. როგორც მისი რომანის, „პროცესის“ გმირს, იოზეფ კ.-ს - რომელსაც ერთ დილით უცნობი კაცი შეატყობინებს, რომ ის უცნობი დანაშაულისთვისაა დაპატიმრებული - და რომელიც, ვითარებაში გარკვევის სურვილით - თუ იქნებ განაჩენის მარადიული მოლოდინით - დევნილი ხდება თავისი ქალაქის ბუნდოვან, ბიუროკრატიულ, ფანტასმაგორიულ და შფოთისმომგვრელ სივრცეებში.

სალომე ასათიანის პოდკასტი, „ასათიანის კუთხე“ გთავაზობთ ვიდეოგზამკვლევს „კაფკას პრაღა“ – რომელშიც მოვინახულებთ ფრანც კაფკას ბავშვობასთან, ზრდასრულობასთან, სამუშაოსთან და, რაც მთავარია, მის უნიკალურ ლიტერატურულ წარმოსახვასთან დაკავშირებულ ბევრ ადგილს.

XS
SM
MD
LG