Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე იაკობი: ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას. ამიტომ ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ


ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტი საქართველოს წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებებს, რადგან „ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ“. „უგუნური განზრახვა რომ გექნება, შემდეგ ჩვენგანაც წამოვა შესაბამისი რაღაც და აღარ უნდა გიკვირდეს, რომ ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ“ - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

„ცოდოები არ არიან, ვინც აგენტების ნუსხაში მოხვდებიან?“ - იკითხა მეუფე იაკობმა და შემდეგ თავად ასე გასცა პასუხი ამ შეკითხვას: „ეს ადამიანები არიან ძირითადად, ვინც გარეთ გადიან და სხვაგან ჩივიან - ძველად რუსეთში, რომ გვიჩიოდნენ, მანამდე ირანში, თურქეთში, მონღოლეთში და ა.შ. დაივიწყეს ქართველობა და იმ მონობიდან ვერ გამოვიდნენ, რაც მაშინ იყო.“

XS
SM
MD
LG