Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი COVID-19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას სავარაუდოდ მიიჩნევს


მსოფლიოში COVID-19-ის პანდემია ჩინური ლაბორატორიის გაჟონვის შედეგად მოხდა. ასეთ დასკვნამდე მივიდა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს ამერიკული დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც გაცნობილნი არიან საიდუმლო ანგარიშის შინაარსს.

გაზეთი იხსენებს, რომ კორონავირუსის ლაბორატორიული წარმოშობის შესახებ ვერსიას ადრე მხარს მხოლოდ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) უჭერდა. სხვა ამერიკული სააგენტოები არ იზიარებდნენ ეჭვებს. ახლა ამ დასკვნამდე ენერგეტიკის სამინისტრო მივიდა.

როგორც Wall Street Journal-ი წერს, გამოძიების ფედერალურ ბიუროს „ზომიერი ნდობით“ ეკიდევა ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობის იდეას, ენერგეტიკის სამინისტროს კი "ნდობის დაბალი ხარისხი" აქვს.

ამავე დროს, აშშ-ს დაზვერვა ემხრობა იმ ვერსიას, რომ ვირუსმა ინფიცირებული ცხოველისგან დაიწყო გავრცელება. 2021 წლის ანგარიშში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ჩინეთს არ მუშაობდა ვირუსზე, როგორც ბიოლოგიურ იარაღზე. ანგარიშის შემქმნელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ლაბორატორიიდან გაჟონვის შემთხვევაშიც კი, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა, საიდანაც ინფექცია გავრცელდა, ამის შესახებ არ იცოდნენ. ლაბორატორიის თანამშრომლებმა COVID-19-ის შესწავლა ეპიდემიის გავრცელების შემდეგ დაიწყეს.

COVID-19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის ბოლოს გამოვლინდა, რის შემდეგაც ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.

  • ჩინეთმა არაერთხელ უწოდა ჩინური ლაბორატორიიდან COVID-19-ის გავრცელების ვარაუდს "უსაფუძვლო" და განაცხადა, რომ ვირუსი წარმოიშვა შეერთებულ შტატებში, სადაც ასევე იკვლევდნენ კორონავირუსებს.
  • პანდემიის დასაწყისიდან COVID-19 გამოვლინდა მსოფლიოს თითქმის 700 მილიონ ადამიანში. დაღუპულთა რიცხვი შვიდ მილიონს უახლოვდება.
XS
SM
MD
LG