Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მიწისძვრამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა ნაგებობები


27 თებერვალს სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მოხდა მიწისძვრა, რომელსაც ემსხვერპლა ერთი ადამიანი, დაშავდა - 110, დაინგრა 29 ნაგებობა, აცხადებს თურქეთის ხელისუფლება. მიმდინარეობს ნანგრევების ქვეშ მოყოლილი რამდენიმე ადამიანის გადარჩენის სამუშაოები. 27 თებერვლის მიწისძვრის სიმძლავრე იყო 5,6 მაგნიტუდა.

სამი კვირის წინ თურქეთსა და სირიაში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის შედეგად დაიღუპა 50 000-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG