Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვა დესტაბილიზაციის გეგმის მომზადებაში ეჭვმიტანილ ორ უცხოელს გააძევებს


დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (SIS) განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებს მოლდოვაში დაბრუნება 10 წლით ეკრძალებათ
დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (SIS) განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებს მოლდოვაში დაბრუნება 10 წლით ეკრძალებათ

27 თებერვალს მოლდოვის სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ აპირებს ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით "ძირგამომთხრელი ქმედებების" განხორციელების განზრახვაში არიან მხილებულნი.

დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (SIS) განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირებს მოლდოვაში დაბრუნება 10 წლით ეკრძალებათ.

SIS-ის ცნობით, დაზვერვის სამსახურმა დაადგინა, რომ ამ ორმა ადამიანმა "ქვეყანაში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმის განსახორციელებლად" მონაცემებისა და ინფორმაციის შესაგროვებლად სპეციალური მომზადება გაიარა.

SIS-ი არ აზუსტებს, თუ როდის და რომელი ქვეყნიდან ჩავიდნენ უცხოელები მოლდოვაში და ვისთვის მუშაობდნენ.

მანამდე „მოლდოვის სახელმწიფოს ძირის გამოთხრის მიზნით ესკალაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევაზე“ ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა.


მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაში.

თებერვლის შუა რიცხვებში სანდუმ განაცხადა, რომ მიიღო დოკუმენტები უკრაინის სპეცსამსახურებისგან, რომლებშიც აღწერილია მოსკოვის მიერ ორგანიზებული შეთქმულება. უცხოელი დივერსანტების დახმარებით, ეს სავარაუდო განზრახვა მიზნად ისახავდა ქვეყნის ხელმძღვანელობის დამხობას, ევროკავშირში გაწევრიანების თავიდან აცილებას და ქვეყნის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

რუსეთი უარყოფს მოლდოვის დესტაბილიზაციის გეგმას და ამ განცხადებებს "სრულიად უსაფუძვლოს" უწოდებს.

XS
SM
MD
LG