Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა აზიური ტურნე დაიწყო ცენტრალური აზიისთვის ახალი ფინანსური დახმარების დაპირებით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარჯვნივ) ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟეენბეკ კულუბაევთან შეხვედრისას. ასტანა, 2023 წ. 28 თებერვალი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარჯვნივ) ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟეენბეკ კულუბაევთან შეხვედრისას. ასტანა, 2023 წ. 28 თებერვალი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება კრემლის გავლენის გამო მზარდი შეშფოთების პირობებში.

28 თებერვალს ბლინკენი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა და გამოაცხადა 25 მილიარდი დოლარის მოცულობის ახალი დახმარების შესახებ, რაც მიზნად ისახავს რეგიონში სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციას და სამუშაო ადგილების შექმნას.

ე.წ. C5+1 დიპლომატიურ სამიტს ბლინკენის გარდა ესწრებიან ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის პირობებში ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა „სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის თქმით, ბლინკენის ვიზიტი „მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის დამატებითი იმპულსი“.

დიპლომატიური სამიტი C5+1 რამდენჯერმე გაიმართა 2015 წლის შემდეგ. სამშაბათსვე ბლინკენი უზბეკეთში გაემგზავრება, იქიდან კი ინდოეთში ჩავა „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობისთვის.

XS
SM
MD
LG