Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა უფრო ინტენსიური გახდა, რუსეთი ზრდის თავისი სამხედროების რიცხვს


უკრაინელი სამხედროები ბახმუტში
უკრაინელი სამხედროები ბახმუტში

გრძელდება მწვავე შეტაკებები ბახმუტისთვის, სადაც უკრაინელი მცველები რუსეთის თავდასხმათა ტალღას დაუპირისპირდნენ - ამბობს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის არმია კი 1 მარტს იტყობინება, რომ გაძლიერდა შეტევები დონეცკის რეგიონში.

მოსკოვის ძალებმა იერიშები მიიტანეს ლიმანსკზე, ავდეევკაზე და შახტარზე, რომლებიც, ბახმუტთან ერთად, უკვე კვირების განმავლობაში წარმოადგენენ რუსეთის შეტევის მთავარ სამიზნეს, აღნიშნავს უკრაინის გენერალური შტაბი თავის ყოველდღიურ ანგარიშში.

ბახმუტის ალყაში მოქცევის ძალისხმევაში რუსეთი იყენებს ქვეითი სამხედროების დიდ რაოდენობას, რაც ზრდის ზეწოლას უკრაინის ძალებზე. "რუსეთი ადამიანებს საერთოდ არ ითვლის და მათ მუდმივად გზავნის ჩვენს პოზიციებზე იერიშებისთვის. ბრძოლის ინტენსივობა მხოლოდ მატულობს", - განაცხადა ზელენსკიმ 28 თებერვლის საღამოს.

XS
SM
MD
LG