Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ აღმოჩენილია ლითიუმის დიდი რეზერვი


ლითიუმს უწოდებენ "21-ე საუკუნის ნავთობს"
ლითიუმს უწოდებენ "21-ე საუკუნის ნავთობს"

ირანი აცხადებს, რომ ქვეყანაში აღმოჩენილია ლითიუმის დიდი რაოდენობა - ერთ-ერთი მთავარი კომპონენტისა ბატარეებისთვის, რომლებსაც ელექტრონული მოწყობილობები იყენებენ. ამ ცნობას 4 მარტს სახელმწიფო მედია ავრცელებს.

"ირანში პირველად აღმოჩენილია ლითიუმის რეზერვი ჰამედანში", ქვეყნის დასავლეთში, - იუწყება სახელმწიფო ტელევიზია მთავრობის წარმომადგენლის, მოჰამად ჰადი აჰმადის სიტყვებზე დაყრდნობით.

აცხადებენ, რომ რეზერვი მოიცავს ლითიუმის "8,5 მილიონ ტონას". ლითიუმს უწოდებენ 21-ე საუკუნის ნავთობს, მისი მნიშვნელობის გამო ელექტრონული მოწყობილობების მუშაობისთვის.

XS
SM
MD
LG