Bedford Falls-ი, პოპულარული ქართული ბენდი, ეხმაურება პარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვას. მუსიკოსები წერენ, რომ ჩინოვნიკები, ვისი საქმეც საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვაა, ქვეყნის რუსული რეჟიმის სატელიტად ქცევას ცდილობენ და ამას ქვეყნის ინტერესებით ამართლებენ.
"თუ გვართმევთ დასავლეთს, ესე იგი მომავალს გვართმევთ და მასთან ერთად ყველა იმ იმედს რაც კი შეიძლება რომ გვქონოდა, რადგანაც რუსული გავლენის ქვეყანაში იმედი არ არსებობს; არც ხელოვნება, არც თავისუფლება და არც სახელწმიფო.
ამ კანონის მიღებით ჩვენს მომავალს მარხავთ. დასავლეთს ზურგს აქცევთ, ფეხებზე იკიდებთ ევროკავშირის კანდიტატობის სტატუსს, უარყოფთ საკუთარი მოქალაქეების ინტერესს და მტერს საჯაროდ ეზასავებით. this is literally ღალატი და ღალატს არავინ დაგივიწყებთ.
So F**k Putin, F**k Putin’s buddies, F**k ქართული ოცნების რუსული ინიციატივები და F**k you for not doing anything about it, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ, ხალხო, თორემ ან დასავლური კურსის საქართველო გვექნება ანდა საქართველო საერთოდ აღარ იქნება", - წერენ მუსიკოსები.
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს "უცხოეთის ქვეყნების აგენტების" შესახებ. პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს ქუჩაში პროტესტის ფონზე. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონი სპობს საქართველოს დასავლურ კურს და მიზნად ისახავს თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურებას.
საკანონმდებლო ინიციატივით, რომელსაც მხარს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ, "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტების ავტორთა მტკიცებით, მათ მიერ მომზადებული ერთი პროექტი ამერიკული კანონის თარგმანია, მეორე კი გაცილებით ლიბერალური ვარიანტი და ერთადერთი მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ "ხალხის ძალის" კანონპროექტი არა ამერიკული, არამედ რუსულია. ეს პოზიცია აქვთ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს და სახელმწიფო დეპარტამენტს.