Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება არ სცემს პატივს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას - ჰარმსი


რებეკა ჰარმსი, ევროპარლამენტის წევრი 2004-19 წლებში
რებეკა ჰარმსი, ევროპარლამენტის წევრი 2004-19 წლებში

ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ეხმაურება თბილისში 7 მარტს განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას პატივს არ სცემს.

გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც 2004-19 წლებში იყო ევროპარლამენტის წევრი და საქართველოს საკითხებზეც მუშაობდა, ტვიტერზე თბილისში საპროტესტო დემონსტრაციის დაშლის კადრებს აზიარებს და წერს:

„საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა. „უცხოეთის აგენტების კანონი“, რომელსაც ხელისუფლება იღებს, ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეთა უმრავლესობას არ სცემს პატივს“.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

აქციის მონაწილეები ხელებაწეულები დგანან წყლის ჭავლის მანქანების წინ.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეისაც.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

XS
SM
MD
LG