Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ ცნობას


თავდაცვის სამინისტროს შენობა
თავდაცვის სამინისტროს შენობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობას თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ. თავდაცვის სტრატკომი მას დეზინფორმაციას უწოდებს.

„სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG