Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა კვლავ მოუწოდა ჩინეთს, იარაღით არ დაეხმაროს რუსეთს და თქვა, რომ აშშ-ს არ სურს პეკინთან კონფლიქტი


ჯონ კირბი
ჯონ კირბი

აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა ჯონ კირბიმ კომენტარი გააკეთა ჩინეთის ხელმძღვანელობის უკანასკნელ აგრესიულ განცხადებაზე. კირბიმ პეკინს კვლავ მოუწოდა, არ აღმოუჩინოს სამხედრო დახმარება მოსკოვს და თქვა, რომ აშშ-ს არ სურს ჩინეთთან კონფლიქტი ტაივანის გამო.

„ჩვენ გვსურს ჩინეთთან სტრატეგიული კონკურენცია. ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი. ჩვენი მიზანია ჩინეთთან კონკურენცია და ის, რომ მასში გავიმარჯვოთ, მაგრამ აბსოლუტურად ასეა, რომ გვინდა ვითარება სწორედ ამ დონეზე დარჩეს“, - თქვა კირბიმ.

კირბიმ თქვა, რომ აშშ პატივს სცემს „ერთი ჩინეთის პრინციპს“, - პეკინის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ტაივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილია, - მაგრამ ამავე დროს ამერიკას სურს, რომ შეიცვალოს სტატუს კვო ტაივანთან მიმართებით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა სი ძინპინმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ძინ ჰანმა სამშაბათს აშშ-ს ბრალი დასდეს ჩინეთზე ზეწოლის მცდელობაში და სერიოზული კონფრონტაციით დაიმუქრნენ ტაივანის გამო. ძინ ჰანმა რუსეთისთვის იარაღის შესაძლო მიწოდების თემა დაუკავშირა აშშ-ის მიერ ტაივანის მომარაგებას შეიარაღებით. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ჩინეთი კონფლიქტის არცერთ მხარეს არ აწვდის იარაღს და დაპირისპირების მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა.

XS
SM
MD
LG