გაეროს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უახლოეს დღეებში რუსეთის ჯარების მიერ ბახმუტის აღებას.
ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ სტოლტენბერგმა კომენტარი გააკეთა მწვავე ბრძოლებზე, რომლებიც გრძელდება ბახმუტში.
„რუსეთი ცდილობს ხარისხის დეფიციტის კომპენსირებას რაოდენობით. მათ [რუსეთის სამხედროებმა] მძიმე დანაკლისი განიცადეს, მაგრამ ამავე დროს ვერ გამოვრიცხავთ, რომ საბოლოო ჯამში ბახმუტი შეიძლება უახლოეს დღეებში დაეცეს. და ამიტომ ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ომში აუცილებლად მოხდა შემოტრიალების მომენტი. ეს უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ არასაკმარისად არ უნდა შევაფასოთ რუსეთი“, - თქვა მან.
ოთხშაბათს დილით ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მეთვალყურეები იტყობინებოდნენ, რომ უკრაინის არმიამ ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილიდან უკან დაიხია, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა კი განაცხადა, რომ მისმა შენაერთებმა ქალაქის მთელი ეს რაიონი დაიკავეს.
მოგვიანებით უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი ოლექსანდრ სირსკი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ ჩავიდა ბახმუტში. გენერლის ტელეგრამის არხზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცემს ის ჯილდოებს ქალაქის დამცველებს.