Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარები ბახმუტის მინიმუმ 50%-ს აკონტროლებენ - ISW

რუსეთის არმია, სავარაუდოდ, გააძლიერებს იერიშებს ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებზე
რუსეთის არმია, სავარაუდოდ, გააძლიერებს იერიშებს ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებზე

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, 8 მარტის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მინიმუმ 50 პროცენტი დაიკავეს

"რუსეთის არმია, სავარაუდოდ, გააძლიერებს თავდასხმებს ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებზე, რათა (შესაბამისად, ოპიტნოეს ჩრდილოეთიდან და იაგოდნოეს სამხრეთიდან), გვერდი აუაროს მდინარე ბახმუტკას", - ამბობენ ამერიკელი ანალიტიკოსები.

ამავე დროს, მათი აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთის ჯარმა სწრაფად შეძლოს ფრონტის გარღვევა მაშინაც კი, თუ ის ქალაქს დაიკავებს.

„ამიტომ ISW კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგის მიერ ბახმუტის აღების შემთხვევაში რუსეთის შეტევა უკრაინის აღმოსავლეთში მალე მიაღწევს კულმინაციას, ვინაიდან რუსეთის არმიას არ გააჩნია შესაბამისი საბრძოლო პოტენციალი და მხარდაჭერა, რაც ბახმუტთან გარღვევას ესაჭიროება“, - ნათქვამია ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშში.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა წინა დღით განაცხადა, რომ მისმა შენაერთებმა ქალაქის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი დაიკავეს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ არ გამორიცხავს უახლოეს დღეებში რუსეთის ჯარების მიერ ბახმუტის აღებას.

XS
SM
MD
LG