Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა "აგენტების" კანონპროექტი ჩააგდო


აქცია პარლამენტის წინ. 9 მარტი, 2023 წელი
აქცია პარლამენტის წინ. 9 მარტი, 2023 წელი

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. კენჭისყრის შედეგებით, კანონპროექტს მხარი დაუჭირა ერთმა დეპუტატმა, 35 წინააღმდეგი იყო.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯერ მაგიდებთან, შემდეგ კი ტრიბუნასთან ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს.

9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალის" წევრი დეპუტატების ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელსაც ე.წ. ამერიკულ კანონპროექტს უწოდებდნენ, ის ინიციატორებმა საკუთარი ხელმოწერებით გამოითხოვეს. პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მისი დამტკიცება ვერ მოესწრო.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალიას" ალტერნატიული კანონპროექტის გამოხმობის შესახებ განცხადება.
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალიას" ალტერნატიული კანონპროექტის გამოხმობის შესახებ განცხადება.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG