შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია. შსს-ს ცნობით, ცენტრი შეუფერხებლად იღებს გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებებს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი რამდენიმე საათის წინ აცხადებდა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, ზარები შეფერხებით შესდიოდა.