Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში საქართველოს საელჩოსთან სტუდენტებმა საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გამართეს


ჩეხეთში საქართველოს საელჩოს წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები
ჩეხეთში საქართველოს საელჩოს წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები

10 მარტს ჩეხეთში საქართველოს საელჩოს წინ საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ღონისძიება ჩეხეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული და მასში ქართული დიასპორის წარმომადგენელი და საქართველოს გულშემატკივარი, დაახლოებით 50 ადამიანი მონაწილეობდა.

„ჩვენი მოთხოვნაა ის, რომ საქართველომ უნდა იაროს ურყევად ევროკავშირისკენ. რუსული კანონის გაწვევა უნდა დასრულდეს პრორუსული მთავრობისა და პარლამენტის ცვლილებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ეკონომიკის დოქტორმა, ნიკოლოზ კუდაშვილმა.

ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში იმართება აქციები იმ კანონპროექტების გასაპროტესტებლად, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ იყო ინიციირებული.​ ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით დღეს, 10 მარტს ჩააგდო.

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად ამ დღეებში ქართველი ემიგრანტებისა და სტუდენტების აქციები მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ დედაქალაქში იმართება.

XS
SM
MD
LG