Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ან "ორივეს" - უკრაინას და რუსეთსაც ესტუმრება, ან "არცერთს"


რომის პაპი ფრანცისკე. ვატიკანი. 21 იანვარი. 2023 წელი
რომის პაპი ფრანცისკე. ვატიკანი. 21 იანვარი. 2023 წელი

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის მზად არის ჩავიდეს უკრაინაში, სადაც რუსეთის მიერ ომია გაჩაღებული, მაგრამ ერთი პირობით, რომ შეძლებს ასევე მოსკოვში სტუმრობას.

„ან ორივე ქალაქში ჩავალ, ან არცერთში, - განაცხადა კათოლიკეთა მამამთავარმა არგენტინის გაზეთ La Nacion-ისთვის 11 მარტს მიცემულ ინტერვიუში.

Dpa -ს მოჰყავს ფრანცისკეს სიტყვები, რომ ომი უკრაინაში შეიძლება დასრულდეს მხოლოდ დიალოგის გზით და კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივებით.

86 წლის პაპი უკვე ფიქრობდა უკრაინასა და რუსეთში ჩასვლას შარშან ზაფხულში. ის მაშინაც აცხადებდა, რომ კიევის მონახულებაც სურდა და მოსკოვისაც.

ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, რომის პაპი, ფრანცისკე, 2013 წლიდან უდგას სათავეში კათოლიკურ ეკლესიას. სირიული წარმოშობის გრიგოლ მესამის (VIII საუკუნე) შემდეგ ის პირველი არაევროპელი პაპია.

XS
SM
MD
LG