Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის სენატმა საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა - პრემიერი „მნიშვნელოვან ეტაპზე“ ლაპარაკობს


პოლიციელის მიერ დემონსტრანტის დაკავება პარიზში. 11 მარტი. 2023 წელი
პოლიციელის მიერ დემონსტრანტის დაკავება პარიზში. 11 მარტი. 2023 წელი

საფრანგეთის სენატმა პირველი წაკითხვით მხარი დაუჭირა მთავრობის საპენსიო, სადავო რეფორმას.

მანამდე მთელ ქვეყანაში კვლავ გაიმართა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები.

ღამით გამართულ კენჭისყრისას 200 მდე სენატორი მიემხრო კანონპროექტს, 100 წინააღმდეგი იყო, 40-მა თავი შეიკავა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელისაბეთ ბორნმა განაცხადა, რომ გავლილია მნიშვნელოვანი ეტაპი. შემდეგ ეტაპზე, 15 მარტს, სენატსა და ეროვნულ კრებას შორის, ორივე პალატის ერთობლივ კომისიაში, უნდა მოიძებნოს კომპრომისი. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, სამთავრობო ბანაკში, არ აქვს საკმარისი უმრავლესობა და დამოკიდებულია კონსერვატორი რესპუბლიკელების ხმებზე.

მთავრობას სურს საფეხურებრივად საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაზარდოს და ამასთან ერთად საპენსიო მინიმუმი 1200 ევრომდე აამაღლოს.

საპენსიო რეფორმას საფრანგეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

11 მარტს დემონსტრაციები გაიმართა ბევრ ქალაქში, ხელისუფლების მონაცემებით 370 ათასი ადამიანი გავიდა ქუჩაში, ბევრად ნაკლები ვიდრე მოელოდნენ. დემონსტრაციების პარალელურად მიმდინარეობს გაფიცვა, რომელშიც ჩართულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა.

პარიზში გამართული აქციების დროს მოხდა ძალადობრივი შეტაკებები, დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის კონტეინერებს, ჩაამსხვრიეს ვიტრინები და სხვადასხვა საგნები ესროლეს პოლიციელებს. პოლიციამ 32 პირი დააკავა.

XS
SM
MD
LG