Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ნავთობის ექსპორტმა უმაღლეს დონეს მიაღწია აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ 


ნავთობგადამამუშავებელი საწარმო ირანში. 26 ივნისი. 2022 წელი
ნავთობგადამამუშავებელი საწარმო ირანში. 26 ივნისი. 2022 წელი

ირანიდან ნავთობის ექსპორტმა უმაღლეს დონეს მიაღწია ბოლო ოთხი წლის სანქციების პირობებში, იტყობინება ნახევრად სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი, რომელსაც მოჰყავს ქვეყნის ნავთობის მინისტრის ჯავად ოვჯის სიტყვები.

მინისტრის თანახმად, წინა წელთან შედარებით ექსპორტის რაოდენობა 190 მილიონი ბარელით გაიზარდა. შარშან ნოემბერში განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ, რომ ნავთობის ექსპორტმა მიაღწია არნახულ დონეს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 2018 წელოს,სანქციების დაწესების შემდეგ.

კომპანიები, რომლებიც დაკავებული არიან ნავთობით ვაჭრობით, იანვარში აცხადებდნენ, რომ მთავარი მომხმარებლები ჩინეთი და ვენესუელა არიან, - იტყობინება Reuters-ი.

2015 წელს მსოფლიოს ქვეყნებთან დადებული ბირთვული შეთანხმებით, ირანს შეუმსუბუქდა ეკონომიკური სანქციები, მაგრამ 2018 წელს აშშ-მა ცალმხრივად დატოვა შეთანხმება და ირანს კვლავ დაუწესა მკაცრი სავაჭრო და სხვა სახის სანქციები.

XS
SM
MD
LG