Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყველაფერი ყველგან ერთდროულად" ოსკარის წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულია


"ოსკარით" დაჯილდოების ცერემონია
"ოსკარით" დაჯილდოების ცერემონია

„ოსკარის“ 95-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა "ყველაფერი ყველგან ერთდროულად". ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო 7 ნომინაციაში მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო მონტაჟისა და საუკეთესო რეჟისურისთვის.

საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის „ოსკარი“ მალაიზიელ მსახიობს, მიშელ იოჰს ერგო (ფილმი "ყველაფერი ყველგან ერთდროულად"). 60 წლის მსახიობმა ჰოლივუდის ვარსკვლავ ქეით ბლანშეტს აჯობა, ბევრი ელოდა ამ ჯილდოს სწორედ ბლანშეტს გადასცემდნენ.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შემსრულებლად დასახელდა ბრენდან ფრეიზერი ფილმისთვის "ვეშაპი".

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ფილმისთვის "ყველაფერი ყველგან ერთდროულად" გაიმარჯვეს დენიელ კვანმა და დენიელ შაინერტიმ.

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ გადაეცა ალექსეი ნავალნის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს "ნავალნი". ფილმის ავტორებთან ერთად სცენაზე ავიდა რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ცოლი იულია ნავალნაია, რომელმაც სიტყვით მიმართა მაყურებელს.

2023 წლის თებერვალში "ნავალნიმ", რომლის რეჟისორიც კანადელი რეჟისორი დენიელ როარია, საუკეთესო დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში აშშ-ის პროდიუსერთა გილდიის ჯილდო მოიგო.

მანამდე კი ფილმი კინემატოგრაფიის სფეროში ბრიტანული კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს, BAFTA-ს, პრემიის ლაურეატი გახდა ნომინაციაში "საუკეთესო დოკუმენტური ფილმი".

საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის "ოსკარი" გადაეცა ფილმს "ავატარი. წყლის გზა".

„ოსკარის“ დაჯილდოების 95-ე ცერემონია გაიმართა ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში და ცერემონიას ჯიმი კიმელი უძღვებოდა.

XS
SM
MD
LG