Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც დაისჯებიან ომის მონაწილეთა დისკრედიტაციაში ბრალდებულები


რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომა. 2022 წ. 22 ივლისი.
რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომა. 2022 წ. 22 ივლისი.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამშაბათს მესამე, საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონპროექტები, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს უკრაინაში მიმდინარე ომში მებრძოლი დაქირავებულებისა და მოხალისეების დისკრედიტაციისა და მათ შესახებ არასანდო ინფორმაციის გავრცელებისთვის.

სახელმწიფო დუმის პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ახლა დაქირავებული მებრძოლების შესახებ ამგვარი ინფორმაციის გავრცელებისთვის შესაძლოა 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაინიშნოს.

„ყველა, ვინც დღეს საკუთარი სიცოცხლის ფასად უზრუნველყოფს ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას, დაცულია პროვოკაციისა და ტყუილისგან“, - დაწერა ტელეგრამში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა. „ამგვარი ქმედება დაუშვებელია. არამზადებს მკაცრი სასჯელი ელოდებათ“. ვოლოდინის თქმით, პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 წელია. სახელმწიფო დუმის დოკუმენტების ბაზაში ამაზე ლაპარაკი არ არის.

მოხალისე ქვედანაყოფებზე, რომელთა შორის ოფიციალურად ითვლებიან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები, ფაქტობრივად ვრცელდება ნორმები, რომლებსაც შეიცავს კანონი რუსეთის არმიის დისკრედიტაციის შესახებ. ეს კანონი შარშან თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იქნა მიღებული.

რუსეთის სასამართლოები დისკრედიტაციად და განზრახ გავრცელებულ ყალბ მონაცემებად მიიჩნევენ ომის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება ოფიციალურ ცნობებს. კერძოდ, ინფორმაციას სავარაუდო სამხედრო დანაშაულის შესახებ, მათ შორის - სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებისა და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის შესახებ.

XS
SM
MD
LG