Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარეობს „რამშტაინის“ ფორმატის მეათე შეხვედრა უკრაინის შეიარაღების თაობაზე


აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი (მარცხნივ), აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი (ცენტრში) და თავდაცვის მინისტრის მოადგილე სელესტ უოლენდერი მონაწილეობენ "რამშტაინის" ფორმატის ონლაინ შეხვედრაში. ვაშინგტონი, 2023 წ. 15 მარტი.
აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი (მარცხნივ), აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი (ცენტრში) და თავდაცვის მინისტრის მოადგილე სელესტ უოლენდერი მონაწილეობენ "რამშტაინის" ფორმატის ონლაინ შეხვედრაში. ვაშინგტონი, 2023 წ. 15 მარტი.

პენტაგონი იტყობინება, რომ მიმდინარეობს „რამშტაინის“ ფორმატის მეათე შეხვედრა უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით.

შეხვედრა ონლაინრეჟიმში ტარდება. ადრე პოლიტიკოსებმა გამოაცხადეს, რომ შეხვედრაზე ითათბირებენ უკრაინის „ყველაზე მნიშვნელოვან“ საჭიროებებზე, მათ შორის ამუნიციაზე.

უკრაინა პირდაპირ ამბობს, რომ იმედი აქვს, მოკავშირეებისგან მიიღოს საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ამუნიცია. უკრაინას ასევე ესაჭიროება ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.

BBC-ის თანახმად, შეიარაღების ყველაზე აუცილებელ სახეობებს განეკუთვნება HIMARS და MARS სისტემების რაკეტები, 155-მილიმეტრიანი ჭურვები, ნაღმები, რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, კამიკაძე დრონები და სატანკო ჭურვები.

„რამშტაინის“ ფორმატის პირველი შეხვედრა შარშან აპრილში გაიმართა. მაშინ ქვეყნებმა მოიწონეს უკრაინის დასახმარებლად 5 მილიარდი დოლარის გამოყოფა. შემდგომ თვეებში შეხვედრების მონაწილეებმა შეათანხმეს ჰაუბიცების, დაჯავშნილი მანქანების, რადიოლოკაციის საწინააღმდეგო რაკეტების, საზენიტო დანადგარებისა და დაჯავშნილი ტანკების მიწოდება.

ბოლოსწინა, მეცხრე შეხვედრაზე პარტნიორი ქვეყნები უკრაინას დაჰპირდნენ, რომ მას დაეხმარებიან გაზაფხულზე კონტრიერიშზე გადასვლაში.

XS
SM
MD
LG