Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 1 წელში რუსეთის 3000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა


საქართველო, გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" მიმდებარე ტერიტორია
საქართველო, გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" მიმდებარე ტერიტორია

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ რუსეთისა და უკრაინის 3375 მოქალაქეს მიანიჭა მოქალაქეობა. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში საქართველომ მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით 8544 განაცხადი მიიღო, საიდანაც 97,5 პროცენტი მოდიოდა რუსეთის მოქალაქეებზე.

სტატისტიკური ინფორმაცია უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების შესახებ სადეპუტატო კითხვის ფორმატში "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ გამოითხოვა იუსტიციის სამინისტროდან.

ბოლო ერთ წელში საქართველომ რუსეთის 3297 მოქალაქეს (დაკმაყოფილდა 39,6%) მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, უკრაინის შემთხვევაში კი - 78-ს (დაკმაყოფილდა 37%). რუსეთის 5814 მოქალაქე ითხოვდა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებას, საიდანაც მხოლოდ 28% - 1627 განაცხადი დაკმაყოფილდა. ყველაზე მეტია (1670) იმ ადამიანების რიცხვი, ვინც რუსეთის მოქალაქე იყო და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პარალელურად, საქართველოში გაიზარდა რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა. საქართველოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს დაწესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG