Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა არ ჩამოიშალა


ვლადიმირ პუტინი და რუსეთის მეწარმეთა და მწარმოებელთა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრ შოხინი
ვლადიმირ პუტინი და რუსეთის მეწარმეთა და მწარმოებელთა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრ შოხინი

რუსეთის პრეზიდენტმა ხუთშაბათს რუსეთის მეწარმეთა და მწარმოებელთა კავშირის კონგრესზე კვლავ მოუწოდა ბიზნესს, არ შეინახონ ფული საზღვარგარეთ, არამედ რუსეთის შიგნით პროექტებში ჩადონ.

პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის ეკონომიკა სანქციების მიუხედავად, არ ჩამოიშალა და აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, თითქოს, თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, "თალგამზე გადავიდნენ" (გაურკვეველია, თუ რა იგულისხმა პუტინმა). ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელობის კრიტიკისას, პუტინმა თქვა, რომ მას არ მოსწონს ფრაზა "არამეგობრული ქვეყნები", რადგან მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნების ბევრი მოქალაქე რეალურად რუსეთს თანაუგრძნობს. ოფიციალურად, რუსულ დოკუმენტებში ნახსენებია სახელმწიფოები, „რომლებიც არამეგობრულ ქმედებებს ჩადიან რუსეთის, მისი კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ."

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეინარჩუნა მეგობრული დამოკიდებულება თავის გერმანელ მეგობრებთან.

კონგრესს ესწრებოდნენ „სევერსტალის“, „ნორილსკ ნიკელის“, „როსნეფტის“, „რუსალას“ და სხვა მსხვილი კორპორაციების მფლობელები, რომლებზეც გავრცელებულია აშშ-ის, ევროკავშირისა და დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის სანქციები.

XS
SM
MD
LG