Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" რუსეთში მუშაობას წყვეტს "არასასურველი ორგანიზაციის " სტატუსის გამო


ამ სტატუსის მინიჭებას TI მოულოდნელს, დაუსაბუთებელს, არამოტივირებულსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს
ამ სტატუსის მინიჭებას TI მოულოდნელს, დაუსაბუთებელს, არამოტივირებულსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს

რუსეთის ანტიკორუფციული კვლევისა და ინიციატივების ცენტრმა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", რომელიც ამავე სახელწოდების საერთაშორისო ორგანიზაციაში შედის, გადაწყვიტა ლიკვიდაცია გაუკეთოს თავის დანაყოფს, რომელიც რუსეთში 1999 წლიდან საქმიანობს. ამის შესახებ ორგანიზაციამ 16 მარტს განაცხადა.

ოფიციალურ განცხადებაში ცენტრი ლიკვიდაციის მიზეზს რუსეთის ხელისუფლებისგან მიღებული "არასასურველი ორგანიზაციის" სტატუსით ხსნის.

"რუსეთში ასეთი ორგანიზაციების შესახებ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკა რუსეთის „გამჭვირვალობის“ შემდგომ მუშაობას თითქმის შეუძლებელს ხდის", - ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.

ცენტრი ამ სტატუსის მინიჭებას "მოულოდნელად, არაგონივრულად, არამოტივირებულად და შეურაცხმყოფლად“ მიიჩნევს.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ 6 მარტს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მუშაობა ქვეყნის ტერიტორიაზე "არასასურველად" ცნო.

ორგანიზაციის "არასასურველად" აღიარება, სხვა საკითხებთან ერთად, მასთან მოთანამშრომლე პირების სისხლის სამართლებრივი დევნის საფრთხესაც შეიცავს.

XS
SM
MD
LG