Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი უკრაინისთვის МиГ-29-ების გადაცემას "ძველი ტექნიკის უტილიზაციის" მცდელობას უწოდებს


დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი
დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს, 17 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიასთან საუბარში ძველი ტექნიკის უტილიზაციის მცდელობად შეაფასა სლოვაკეთისა და პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების МиГ-29-ების გადაცემის შესახებ.

„ისეთი შეგრძნებაა, რომ ეს ქვეყნები ამგავრად დაკავებული არიან ძველი, გამოუსადეგარი ტექნიკის უტილიზაციით“,- განაცხადა პესკოვმა მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად.

მისი თქმით, უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემა პოლინეთისა და სლოვაკეთის მიერ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ვარშავა კიევს 4 ერთეულ МиГ-29-ს მიაწვდის. სლოვაკეთის მთავრობამ კი თავის მხრივ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 13 МиГ-29-ს გადაცემას.

ვარშავამ და ბრატისლავამ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისკენ ნატოს სხვა წევრ ქვეყნებსაც მოუწოდეს.

ცნობარ World Air Forces 2022-ის თანახმად, რუსეთთან ომამდე უკრაინას ჰყავდა 51 ასეთი თვითმფრინავი, მათ შორის სასწავლო-საბრძოლო დანიშნულების. Military Balanc-ის მიხედვით კი უკრაინის შეიარაღებაში იყო 37 ერთეული МиГ-29

დადასტურებულია ბრძოლებში 18 ერთეული МиГ-29-ის განადგურების ფაქტი, ვინაიდან მათი ფრაგმენტები ფოტოებსა და ვიდეოებშიც მოხვდა. მაგრამ ფაქტობრივი დანაკარგები, დაზიანებული ან განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავების გათვალისწინებით, შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

XS
SM
MD
LG