Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ბრიტანეთის 23 მოქალაქეს დაუწესა სანქციები


უკრაინის დახმარებისთვის რუსეთმა სანქციები დაუწესა 23 მოქალაქეს გაერთიანებული სამეფოში, რომელიც შარშან თებერვალში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 17 მარტს გავრცელა, ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა ლონდონის მხრიდან „უკრაინის სამხედრო და ტექნიკური მხარდაჭერის“ საპასუხოდ.

იმ პირებს შორის, ვისაც რუსეთმა სანქციები დაუწესა, არიან ბრიტანელი სამხედროები, პოლიტოლოგები, მოსამართლეები და ბრიტანეთის პენიტენციარული სისტემის თანამშრომლები.

XS
SM
MD
LG