Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები პოლიტიკური კრიზისის ფონზე ტარდება


მილო ჯუკანოვიჩი, მონტენეგროს მოქმედი პრეზიდენტი
მილო ჯუკანოვიჩი, მონტენეგროს მოქმედი პრეზიდენტი

19 მარტს მონტენეგროში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, მილო ჯუკანოვიჩის გარდა 6 კანდიდატი მონაწილეობს.
ოპონენტები ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს და მის
სოციალისტების დემოკრატიულ პარტიას“ კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულში სდებენ ბრალს.

მონტენეგროში ხმის უფლების მქონე 540 000 ადამიანი ცხოვრობს. წინასწარი გამოკითხვით არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდება. ფავორიტად ითვლება ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი, რომელიც პრემიერ-მინისტრის, თუ პრეზიდენტის რანგში ქვეყანას ფაქტობრივად 1991 წლიდან ხელმძღვანელობს. მის ძირითად კონკურენტებად ითვლებიან ენდრი მანდიჩი და იაკობა მილატოვიჩი. პირველი იატაკქვეშ უდგას „ახალი სერბული დემოკრატიის“ პარტიას, რომელიც სერბეთთან და რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების მომხრეა. ყოფილი ფინანსთა მინისტრი, იაკობ მილატოვიჩი კი მოძრაობა „ევროპა დღეს“ კანდიდატია.

საპრეზიდენტო არჩევნები მონტენეგროში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ტარდება. 16 მარტს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა პარლამენტი დაითხოვა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა 90 დღის განმავლობაში ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ახალი მთავრობის ფორმირებაზე.


ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მილო ჯუკანოვიჩმა 11 ივნისს დანიშნა.

XS
SM
MD
LG