Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო რუსეთთან საზღვარზე დაჯგუფების გაძლიერებას გეგმავს- Politico


უახლოეს თვეებში ნატო დამატებით ძალისხმევას მიმართავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარებისა და აღჭურვილობის განსათავსებლად, - წერს Politico.

გამოცემის თანახმად, ამით ალიანსი უკრაინის ფარგლებს გარეთ სამხედრო ოპერაციების შესაძლო გაფართოების შეჩერებას გეგმავს.

Politico-ს ინფორმაციით, ნატოს წარმომადგენლები აღმოსავლეთ საზღვრებზე 300 000 ჯარისკაციანი დაჯგუფებას განთავსების იდეას აყენებენ. ლაპარაკია კოალიციური ძალებზე, რომლებიც მოკლე დროში შეძლებენ მოკავშირეთა დახმარებას.

ჯარების პირველი ეშელონი შეიძლება შედგებოდეს დაახლოებით 100,000 ჯარისკაცისგან, რომლებიც მზად არიან აღმოსავლეთ ფლანგზე 10 დღის განმავლობაში გასაშლელად. მასში შეიძლება შევიდნენ სამხედრო მოსამსახურეები პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან, - განმარტავს გამოცემასთან ჰორსტ-ჰაინრიხ ბრაუსი, ნატოს თავდაცვის პოლიტიკის გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე. ხოლო მეორე ეშელონი შეიქმნება პირველის მხარდასაჭერად და მზად უნდა იყოს 10-30 დღის განმავლობაში განლაგდეს დანიშნულების ადგილზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია.

მაგრამ Politico წერს, რომ ეს სტრატეგია ნატო-ს წევრების მხრიდან მნიშვნელოვან ძალისხმევასა და კოორდინაციას მოითხოვს. ამ გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია ცალკეული ქვეყნების დარწმუნება, უზრუნველყონ ალიანსი სხვადასხვა ელემენტებით-სამხედრო მოსამსახურეებით, მათი მომზადების სტრუქტურებით, უკეთესი ინფრასტრუქტურითა და, რაც მთავარია, დიდი რაოდენობით ძვირადღირებული იარაღით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით.

2022 წლის დეკემბერში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღიარა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შეიძლება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის კონფლიქტში გადაიზარდოს. მისივე თქმით, ნატო ყოველდღიურად მუშაობს იმაზე, რომ ეს არ მოხდეს.

XS
SM
MD
LG