Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიზანულმა მოძრაობამ აიღო პასუხისმგებლობა როსტოვის „ეფესბეს“ შენობაში გაჩენილ ხანძარზე


ხანძარი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს კუთვნილ შენობაში
ხანძარი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს კუთვნილ შენობაში

რუსული პარტიზანული მოძრაობა "შავი ხიდი" (Черный мост) იღებს პასუხისმგებლობას დონის როსტოვში "ეფესბეს" სასაზღვრო კონტროლის სამმართველოს შენობაში მომხდარ აფეთქებასა და ხანძარზე, - ამის შესახებ მოძრაობის ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც მოძრაობაში აცხადებენ, "შავი ხიდი" არის "მომხდარის თანაავტორი". მეორე ავტორზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

"ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ იქ დენის მოკლე ჩართვა მოხდა და საწვავის ავზები აფეთქდა. ისინი თითქმის არ იტყუებიან, მაგრამ არის სხვა ნიუანსები", - მინიშნებითაა ნათქვამი პოსტში. აქედან გამომდინარეობს, რომ შენობაში აფეთქება მოძრაობის თანამონაწილემ მოამზადა. საგამოძიებო კომიტეტს, პროკურატურას და „ეფესბეს“ როსტოვის რაიონულ სამმართველოს პარტიზანული მოძრაობის ამ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.​

16 მარტს დონის როსტოვში "ეფესბეს" (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის) სასაზღვრო სამმართველოს კუთვნილ შენობაში გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის „ეფესბეს“ პრესსამსახურის ვერსიით, ხანძრის მიზეზი გახდა ავტოფარეხების საამქროში საწვავ-საპოხი მასალების აალება, რამაც შენობის აფეთქება და განადგურება გამოიწვია.

  • პარტიზანული მოძრაობა „შავი ხიდი“ ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას და მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს.
XS
SM
MD
LG