Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის გამოსვლის შემდეგ გუბაზ სანიკიძეს "ოცნების" დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ


ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში გუბაზ სანიკიძესა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის. 24 მარტი, 2023 წელი
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში გუბაზ სანიკიძესა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის. 24 მარტი, 2023 წელი

პარლამენტში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს "ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ, რაც გუბაზ სანიკიძე სხდომათა დარბაზიდან გავიდა და შენობის დატოვებასაც აპირებდა, გასასვლელთან მას "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი დაუპირისპირდა. TV პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მათ შორის არიან დეპუტატები დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური, ისმის გინება გუბაზ სანიკიძის მისამართით.

მანამდე, პლენარულ სხდომაზე, პრემიერის შემაჯამებელი სიტყვის დროს, სანიკიძესა და ღარიბაშვილს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.

"მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი იყო ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. გახსოვთ ამის თაობაზე. ახლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. ასი ათას დოლარად გაყიდული არის ეს კაცი, რომ იცოდეთ თქვენ, ყველამ", - თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან, რის შემდეგაც დეპუტატმა მას შეაგინა.

"შე ნაძირალა, შე ნაძირალა", - გამოეხმაურა სანიკიძეს პრემიერ-მინისტრი და დეპუტატს მიმართა: "შენ ხარ გაყიდული კაცი, შე ნაძირალა კაცო. სულგაყიდული მოღალატე ხარ შენ. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები ვერასდროს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები".

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 24 მარტს, ინტერპელაციის წესით დაიბარეს პარლამენტში, სადაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

XS
SM
MD
LG