Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს მასთან საქმიან კომუნიკაციაზე


ფოტო არქივიდან: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი.
ფოტო არქივიდან: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაციის არქონის შესახებ ილაპარაკა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველთან" ინტერვიუში. ის ამბობს, რომ მხოლოდ მინისტრებთან აქვს კომუნიკაცია.

„ძალიან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა - მთავართან, პრემიერ-მინისტრთან", - თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სურვილი აქვს პრემიერთან კომუნიკაციის, თუმცა მთავრობის თავმჯდომარეს ეს არ სურს.

„არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუტების ერთმანეთში. დემოკრატია არის, ერთი მხრივ, ხალხის ნება და ამომრჩევლის ნება და მეორე მხრივ, ინსტიტუტების პატივისცემა და ინსტიტუტებს შორის, რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობა, რომ ყველაფერი მუშაობდეს ქვეყნის სასარგებლოდ. მე ყოველთვის მზად ვარ", - თქვა მან.

როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილი ღონისძიებებზე მას ზრდილობიანად და კარგად ხვდება, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, „საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა. ამის თქმა მინდა, რომ საჭირო არის, რომ საკითხები იყოს განხილული, პასუხი იყოს ზოგ კითხვებზე, შესაძლებლობა იყოს, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს; რატომ ხდება? რატომ მიღებულია ეს თუ ის გადაწყვეტილება და რა არის, მაგალითად, პრეზიდენტის არგუმენტები, რომ მან სხვანაირად იცის, საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორც ფიქრობს, რას ფიქრობს. შეიძლება პრეზიდენტის არგუმენტები, რომც არ ჰქონდეს მას ბერკეტები, შეიძლება, საჭირო იყოს, რომ მოსმენილი იყოს".

XS
SM
MD
LG