Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსული კანონის“ ანარეკლია


მილორად დოდიკი. 9 იანვარი, 2023 წელი
მილორად დოდიკი. 9 იანვარი, 2023 წელი

ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაწილის, „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსების მქონე და რესპუბლიკაში მოქმედი არაკომერციული ორგანიზაციებისგან მოითხოვს რეგისტრაციასა და ანგარიშს მათი საქმიანობის შესახებ.

კანონპროექტი, რომელსაც მხარს უჭერს ბოსნიელ სერბთა ლიდერი მილორად დოდიკი, მთავრობამ 23 მარტს დაამტკიცა.

დოდიკი ამბობს, რომ კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ორგანიზაციები რესპუბლიკაში, რომელსაც დოდიკი ხელმძღვანელობს, ანგარიშვალდებული არიან "ყველაფრის შესახებ, რასაც ისინი აკეთებენ". ის მოელის, რომ კანონი მიღებული იქნება.

მთავრობის მიერ ამ ზომის დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ არსებული კანონი ასოციაციებისა და ფონდების შესახებ, რომლებსაც საზღვარგარეთიდან აფინანსებენ, არეგულირებს მათ დაარსებას, რეგისტრაციას, შიდა ორგანიზაციას და მათი მუშაობის შეწყვეტას, მაგრამ არა მათ გამჭვირვალობას.

კომუნიკეში ნათქვამია, რომ მათი პოლიტიკური საქმიანობა, ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება და "მათი მუშაობის კანონიერების ზედამხედველობა და სხვა მოთხოვნები, იმ საკითხებს შორისაა, რომლებიც არ რეგულირდება"..

XS
SM
MD
LG