Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: ბახმუტზე რუსეთის შეტევა პრაქტიკულად შეფერხდა


უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერისტები ბახმუტში. 2023 წ. 21 მარტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერისტები ბახმუტში. 2023 წ. 21 მარტი.

ბახმუტზე რუსეთის შეტევა პრაქტიკულად შეფერხდა. ეს ალბათ პირველ რიგში მეტყველებს რუსეთის ძალების უკიდურეს გამოფიტვაზე, მიაჩნია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვას. ქალაქის დაცვისთვის ბრძოლებში უკრაინამაც მძიმე დანაკარგები განიცაა, ნათქვამია დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში.

მოსკოვისთვის ვითარებას ართულებს დაპირისპირება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ შორის, შენიშნავენ ანგარიშის ავტორები. მათი თქმით, რუსეთმა აქცენტი გადაიტანა დონბასში სხვა ქალაქებზე - ავდეევკაზე, რომელიც ბახმუტის სამხრეთით მდებარეობს, და კრემენნაიასა და სვატოვოზე ჩრდილოეთით. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ჯარები ამ მიმართულებებზე ცდილობენ ფრონტის სტაბილიზებას.

ყოველივე ეს ჰგავს თავდაცვით სქემაზე დაბრუნებას, მიაჩნიათ ანგარიშის ავტორებს.

გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით ვითარება კვლავაც ყველაზე რთული რჩება, მაგრამ „ვითარების სტაბილიზება ხერხდება“ უკრაინის ჯარების „ტიტანური ძალისხმევის“ წყალობით. როგორც BBC იტყობინება ამის შესახებ მან თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსთან, ენტონი რადაკინთან სატელეფონო საუბარში.

მიმდინარე კვირაში ბახმუტს ეწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

XS
SM
MD
LG