Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მონღოლეთი დაამარცხა ანგარიშით 6:1


საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მონღოლეთი დაამარცხა. ბათუმი, 25 მარტი, 2023 წ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მონღოლეთი დაამარცხა. ბათუმი, 25 მარტი, 2023 წ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2023 წლის სეზონი გამარჯვებით გახსნა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმში, ამხანაგურ მატჩში მონღოლეთის ნაკრებს მოუგო ანგარიშით 6:1.

ეროვნული ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა, ჯერ კიდევ შეხვედრის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბევრ ისეთ ფეხბურთელს მისცემდა შანსს, რომლებსაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვთ. ექსპერიმენტული სასტარტო განაცხადის მიუხედავად, მასპინძლებმა საკმაოდ ადვილად აჯობეს მეტოქეს, თუმცა ეს უპირატესობა ანგარიშში მხოლოდ შესვენების შემდეგ აისახა. პირველი ტაიმი ფრედ (1:1) დასრულდა.

28 მარტს საქართველოს ნაკრები ისევ ბათუმში გამართავს უკვე ოფიციალურ შეხვედრას. ის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG