Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში დააკავეს ქართველი კაცი ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის


საილუსტრაციო ფოტო: არ ასახავს შემთხვევის ადგილს
საილუსტრაციო ფოტო: არ ასახავს შემთხვევის ადგილს

იტალიის ქალაქ ბარიში დაკავეს 47 წლის საქართველოს მოქალაქე კაცი ასევე საქართველოს მოქალაქე, 32 წლის ცოლის მკვლელობის მცდელობისთვის.

იტალიური მედიის თანახმად, ქალის დაჭრის შესახებ შეტყობინება ქალაქ ბარის პოლიციის განყოფილებაში 28 მარტს შევიდა. მედიის ცნობით, კაცი ცოლის დაჭრის შემდეგ სახლიდან წავიდა, ის თავის ავტომობილში დააკავეს, მას ტანსაცმელზე სისხლის კვალიც ემჩნეოდა, ქალი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ კლინიდან უკვე გაწერეს.

XS
SM
MD
LG