ჩეხეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა 3 აპრილს ევროკავშირს მოუწოდეს, კრემლზე განახორციელოს "მიზანმიმართული ზეწოლა" იმ სანქციების დაცვით, რომლებიც რუსეთს დაუწესდა შარშან, უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
"მნიშვნელოვანია ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა გააგრძელონ მიზანმიმართული ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე და სრულად განახორციელონ სანქციები", - აცხადებენ პრემიერ-მინისტრები.
ამასთან, მოკავშირეებმა უნდა "აღკვეთონ სანქციებისთვის გვერდის ავლა და შექმნან მექანიზმები მათ დასასჯელად, ვინც პასუხისმგებლები არიან ამ აგრესიასთან დაკავშირებულ დანაშაულებში", - დასძენენ პრემიერ-მინისტრები.
ჩეხეთის და სლოვაკეთის მთავრობები, რომლებიც პეტრ ფიალასა და ედუარდ ჰეგერის ხელმძღვანელობით მოქმედებენ, ერთმანეთს შეხვდნენ სლოვაკეთის ქალაქ ტრენჩინში.